მიზეზი შესაძლოა იყოს ხშირი ანგინა, ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადებები, ადენოიდები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია, კარიესული კბილებისა და ჩირქოვანი სინუსიტების არსებობა, გარდა ამისა ქრონიკული ტონზილიტის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითებას, რადგან დასუსტებული, გამოფიტული ორგანიზმი ადვილად ავადდება და ასევე ალერგიულ მდგომარეობას, რომელიც ზოგჯერ წინ უძღვის, ზოგჯერ კი, პირიქით, მოსდევს ქრონიკულ ტონზილიტს.
პაცინტებს რომლებსაც აწუხებთ ქრონიკული ტონზილიტი აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: უსიამოვნო შეგრძნება საყლაპავსა და ყელში, განსაკუთრებით ყლაპვის დროს, ყელში უცხო სხეულის შეგრძნება, უსიამოვნო სუნს პირში.
ქრონიკული ტონზილიტის დროს აუცილებელია ხახიდან ნაცხის აღება, რათა გაირკვეს, რომელი მიკროორგანიზმით არის განპირობებული პროცესი. ამის მიხედვით არჩევენ ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომლის მიმართ მიკროორგანიზმი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა. მკურნალობის შემდეგ პაციენტებს უბრუნდებათ ჯანმრთელობის ჩვეული მდგომარეობა.