ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია

ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია სისხლის უჯრედების იშვიათი ნელ-ნელა პროგრესირებადი კიბოა. დაავადება სისხლის უჯრედების გენების ფუნქციის დარღვევის შედეგია.

გამომწვევი მიზეზები

უცნობია რა იწვევს ამ პროცესის ინიცირებას, მაგრამ უკვე აღმოჩენილია, როგორ გადადის ეს დაღვევები ქრონიკულ მიელოგენურ ლეიკემიაში. თავდაპირველად ყალიბდება პათოლოგიური ქრომოსმა, რომელიც ქმნის ახალ გენს, სახელწოდებით - BCR-ABL.  ეს გენი შეიცავს ინსტრუქციებს, რომლებიც პათოლოგიურ უჯრედებს საშუალებას აძლევს, წარმოქმნას ცილა-თიროზინ კინაზა, აღნიშნული ცილა ხელს უწყობს კიბოს განვითარებას, რადგან სისხლის უჯრედები უკონტროლოდ მრავლდება. შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით დაზიანებული უჯრედი, რომლებიც ხელს უშლიან ჯანმრთელ უჯრედებს და აზიანებენ ძვლის ტვინს.

სიმპტომები

ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიის დროს პაციენტებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები და ნიშნები:

მკურნალობა

დაავადება უფრო ხშირია მოზრდილებში და იშვიათად ვითარდება ბავშვებში, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. 

მიმდინარე კვლევებისა და სამედიცინო მიღწევების დახმარებით შესაძლებელი ხდება დაავადებული პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქება და სიმპტომების გაკონტროლება.