ექიმებმა ზუსტად არ იციან თუ რა პროცესები იწვევს ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის განვითარებას, მათ იციან რომ რაიმე მიზეზით სისხლის წარმომქმნელი უჯრედების დნმ-ში ხდება გენეტიკური მუტაცია. ეს მუტაცია იწვევს არანორმალური, არაეფექტური ლიმფოციტების წარმოქმნას, რაც ასუსტებს იმუნიტეტს. ფუნქციის დაკარგვის გარდა ეს ლიმფოციტები ცხოვრობენ და იყოფიან მუდმივად, განსხვავებით ნორმალური ლიმფოციტებისგან, რომლებიც განსაზღვრულ დროში კვდებიან. არანორმალური ლიმფოციტები გროვდებიან სისხლსა და ზოგიერთ ორგანოში, სადაც იწვევენ გართულებებს. მათ შესაძლოა ჩაანაცვლონ ძვლის ტვინის ნორმალური უჯრედები და ხელი შეუშალონ სისხლის უჯრედების წარმოქმნას.
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია ყველაზე ხშირად ასაკოვან პაციენტებში ვითარდება, სწორი და დროული მკურნალობა ხელს უწყობს დაავადების გაკონტროლებას.