ქრონიკული ინტერსტიციალური ნეფრიტი
ქრონიკული ინტერსტიციალური ნეფრიტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე თირკმლის დააავადება, რომელიც იწვევს თირკმლის ტუბულების დაზიანებას. თირკმლის ძირითადი ფუნქცია სისხლის ზედმეტი ნივთიერებებისგან გაწმენდააა. ნარჩენებისგან სისხლის გაწმენდა თირკმლის ნეფრონებში ხდება სისხლის გამწმენდი ელემენტები ნეფრონში ჩახვეული სისხლძარღვებია. ამათგან ყველაზე აქტიურია გლომერულა სისხლძარღვი, რომელიც უსარგებლო და მავნე მინარევებს სხვა სისხლძარღვში ტუბულაში გადადევნის და ორგანიზმს გასუფთავებულ სისხლს უბრუნებს. ტუბულები პირველ ჯერზე ისეთ ნარჩენებს იღებენ, რომელთა გადამუშავება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამიტომ ასეთი ნარჩენები თირკმელებში კიდევ ერთხელ, საბოლოოდ გადამუშავდება. ამ ტუბულების დაზიანება იწვევს სხვადასხვა სახის დარღვევებს.