ქრონიკული ეოზინოფილური ლეიკემია
ლეიკემია სისხლის უჯრედების კიბოა. იგი ვითარდება სისხლის თეთრი უჯრედების - ლეიკოციტების უკონტროლო გამრავლებისა და ზრდის შედეგად. ეოზინოფილია როგორც დაავადება ვითარდება ძვლის ტვინის მიერ ეოზინოფილის (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა) ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის გამო. ქრონიკული ეოზინოფილური ლეიკემია არის კლონური ეოზინოფილიის ერთ ერთი სახეობა, გამოწვეული, სისხლის უჯრედების მუტაციითა და ცვლილებით.