მეციერები ზუსტად ვერ ხსნიან, რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. შესაძლოა იყოს ფაქტორთა კომბინაცია, რომელიც ადამიანებზე მოქმედებს, რომელთაც აქვთ გენეტიკური წინასწარგანწყობა ამ დაავადების მიმართ. შესწავლილ ფაქტორებს მიეკუთვნება, ვირუსლი ინფექციები, იმუნური სისტემბის პრობლემები, ქრონიკული დაღლის სინდრომიან პაციენტებში იმუნური სისტემა მსუბუქად დაქვეითებულია, მაგრამ უცნობია იწვევს თუ არა ეს დაქვეითება სინდრომს. ერთ ერთ სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს ჰორმონული დისბალანსი. ადამიანებს რომელთაც აქვთ ქრონიკული დაღლა ასევე ხშირად აქვთ ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დისბალანსი, ამ დისბალანსის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ახასიათებს რვა ოფოციალური ნიშანი და ერთი ცენტრალური სიმპტომი რომელიც დაავადების სახელშიც ვლინდება:
არ არსებობს კონკრეტული ტესტი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკისთვის. შესაძლოა საჭირო გახდეს სხვადასხვა სამედიცინო ტესტი, მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებების გამოსარიცხად. მკურნალობით შესაძლებელი ხდება დაავადების სიმტომების შემსუბუქება.