ქორიონადენომა

ქორიონადენომა იგივე მოლარული ორსულობა არის ორსულობის პათოლოგიური ფორმა. რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია და ზრდა (გამრავლება) ხდება ორგანიზმში, თუმცა ორსულობა ისე არ მიმდინარეობს როგორც უნდა მიმდინარეობდეს, არც ნაყოფი იზრდება ისე როგორც უნდა იზრდებოდეს. ამ დროს საშვილოსნოში იზრდება  მოცულობითი წარმონაქმნი რომელსაც აქვს მტევნისებრი აგებულება.  მასა რომელიც იზრდება საშვილოსნოში არ არის ემბრიონი და მისგან არ ვითარდება ნაყოფი, თუმცა შეიძლება ერიოს ნაყოფის ქსოვილები ზოგ შემთხვევაში. მოლარული ორსულობის დროს პლაცენტას აქვს მარცვლოვანი მტევნის ფორმა და აგებულება. როგორც წესი ასეთი ორსულობა თავისითვე (სამედიცინო ჩარევის გარეშე) სრულდება სპონტანურიი (თვითნებური) აბორტით.