ქორიოკარცინომა

ქორიოკარცინომა არის იშვიათი სრაფად-მზარდი სიმსივნე, რომელიც ორსულობის დროს საშვილოსნოში ყალიბდება. პათოლოგიური უჯრედები წარმოიქმნება იმ ქსოვილებში, რომლებიდანაც ორსულობის პერიოდში ვითარდება პლაცენტა, მისი საშუალებით ხორციელდება ურთიერთკავშირი დედის ორგანიზმსა და ნაყოფს შორის. ქორიოკარცინომა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ნორმალური ორსულობის შემდეგაც. დაავადების განვითარების რისკი იზრდება ნაადრევი ან გარე ორსულობის, ასევე გენიტალიური კიბოს არსებობის შემთხვევაში. ქორიოკარცინომის ძირითადი სიმპტომებია არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა და ტკივილი. მკურნალობის ყველაზე გაცრცელებული საშუალება ქიმიოთერაპიაა.