ქოლეცისტიტი

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. ნაღვლის ბუშტი მცირე ზომის მსხლის ფორმის ორგანოა, რომელიც მუცლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, ღვიძლის ქვეშ. ნაღვლის ბუშტი ინახავს მომნელებელ სითხეს (ნაღველს) რომელიც გამოიყოფა წვრილ ნაწლავში.

გამომწვევი მიზეზები

ანთება ნაღვლის ბუშტში შეიძლება ჩამოყალიბდეს კენჭების გამო, ისინი ყალიბდებიან ნაღველის ნივთიერებების დისბალანსის დროს. ეს ნივთიერებებია ქოლესტერინი და ნაღვლის მარილები. კენჭებმა შესაძლოა დაბლოკონ ნაღვლის ბუშტის სადინარი, რომლითაც ნაღველს უნდა დაეტოვებინა ბუშტი, რის შედეგადაც ნაღველში გროვდება და იწვევს ანთებას. ქოლეცისტიტის კიდევ ერთი მიზეზია სიმსივნე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ნაღვლის ბუშტის ნორმალურ დაცლას რაც გამოიწვევს ნაღვლის დაგროვებასა და ქოლეცისტიტს. გარდა ამისა ნაღველის სადინარის დეფორმაცია ან დანაწიბურება იწვევს ობსტრუქციას, რომლის შედეგიც ქოლეცისტიტია.

სიმპტომები

დაავადების შესაძლო სიმპტომებია:

მკურნალობა

მკურნალობის გარეშე, დაავადება შესაძლოა მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებში გადაიზარდოს. მკურნალობა ხშირად ნაღვლის ბუშტის ამოკვეთსაც გულისხმობს.