10 დან მხოლოდ 1 ადამიანი ავლენს ქოლერას ტიპურ ნიშნებსა და სიმპტომებს, ინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: დიარეა, რომელიც მალე იწყება და შესაძლოა გამოიწვიოს სითხის უსწრაფესი კარკვა - 1 ლიტრი 1 საათშიც კი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, რომელიც შესაძლოა საათობით გაგარძელდეს, სიმპტომების დაწყებიდან რამდენიმე საათში შესაძლოა გამოიხატოს გაუწყლოება, 10% ე მეტი სითხის დაკარგვა მიანიშნებს მძიმე გაუწყლოებაზე, გარდა ამისა, ქოლერას სიმპტომებია გაღიზიანებადობა, თვალების ჩავარდნა, პირის სიმშრალე, ძლიერი წყურვილი, მშრალი კანი, რომელიც კარგავს ელასტიურობას, შარდის არასებობა ან მცირე რაოდენობით გამოყოფა, დაბალი წნევა არარეგულარული გულისცემა.
მკურნალობის გარეშე ქოლერამ შესაძლოა რამდენიმე საათში მანამდე ჯანმრთელ ადამიანებში სიკვდილიც კი გამოიწვიოს,. ქოლერას მკურნალობა საკმაოდ მარტივი და იაფია, რადგან ბაქტერია იწვევს გაუწყლოებას, მისი მკურნალობა სითხის გადასხმებია. ამით შესაძლებელია სასიკვდილო გართულებების პრევენცია.