ქალაზიონი

ქალაზიონი ქუთთოების ანთებითი დაავადებაა. კონკრეტულად, ქალაზიონი არის ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძი, რომელიც არის უმტიკვნეულო, მრგვალი, წინ წამოწეული  წარმონაქმნი.

გამომწვევი მიზეზები

დაავადების გაჩენის მიზეზია ცხიმოვანი (მეიბომის) ჯირკვლის სადინართა დახშობა. სითხის დაგროვება იწვევს ანთებით პროცესს, რასაც კვანძის წარმოქმნა მოჰყვება. სადინარების დახშობის გავრცელებული მიზეზია მათი დაბინძურება, რაც პირადი ჰიგიენის დაუცველობის ბრალია, მაგალითად კონტაქტური ლინზების არასწორი მოხმარება, დაუბანელი ხელებით თვალებზე შეხება, დაბინძურებულ წყალთან ხშირი კონტაქტი ქალაზიონის განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ორგანიზმის მდგომარეობა, რომელიც პროვოცირებას უწევს გაძლიერებულ ცხიმგამოყოფას, კანის ბუნებრივი ცხიმიანობა, ჰორმონული ძვრები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ქალაზიონის გავრცელებული მიზეზებია.

სიმპტომები


მკურნალობა

დაავადების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, არჩევანი დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და მიმდინარეობაზე, კვალიფიციური ოფთალმოლოგის მიერ დანიშნული თითოეული სამკურნალო პროცედურის შესრულება დაავადებისგან განკურნების საუკეთესო საშუალებაა.