დაავადების გამომწვევი მიზეზი სრულად არ არის სცნობილი, თუმცა სავარაუდოდ არსებობს იმუნური სისტემის პრობლემა. ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლის თეთი უჯრედის ერთ-ერთი ტიპი - T ლიმფოციტი, ებრძვის იმ ბაქტერიებსა და უცხო მიკროორგანიზმებს რომლებიც შესაღწევენჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში, ფსორიაზის განვითარებისას ლიმფოციტი "შეცდომით" ებრძვის საკუთარი ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს, როგორც ხდება ხოლმე ინფექციის შემთხვევაში. კონკრეტულად რა იწვევს ლიმფოციტის ფუნქციის მოშლას, უცნობია. მეცნიერებმა დაადგინეს გარკვეული გენების როლი ფსორიაზის განვითარების დროს, მაგრამ სავარაუდოა გარემო ფაქტორების მონაწილეობაც. ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ისეთი ინფექციები, როგორიცაა ყელის ანთება ან კანის ინფექცია, კანის დაზიანება, სტრესი, ცივი ამინდი, თამბაქო, ალკოჰოლის ცალკე მოხმარება, გარკვეული მედიკამენტები.
სიმპტომები განსხვავებულია სხვადასხვა პაციენტში მაგრამ ძირითადად მოიცავ შემდეგს: