დეპრესია ძლიერ გავრცელებული და სერიოზული ემოციური აშლილობაა. მისი სიმპტომატიკა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრებზე, გრძნობებსა და ყოვედღიურ ფუნქციონირებაზე, მაგალითად: ძილზე, კვებაზე, მუშაობაზე.
ფსიქოტური დეპრესია შეიძლება განუვითარდეს ადამიანს, რომელსაც ერთდროულად აქვს ღრმა დეპრესია და ფსიქოზის რომელიმე ფორმა (მაგალითად, დელუზია - ცრუ რწმენების ქონა, რეალობისგან მოწყვეტა). ასევე ჰალუცინაციები, როდესაც ხედავს ან ესმის ისეთი რაღაც, რასაც სხვები ვერ ხედავენ და არ ესმით.
რაც უფრო ნაადრევია ჩარევა, მით უკეთესია პროგნოზი. დეპრესიას მკურნალობენ მედიკამენტებითა და ფსიქოთერაპიით, ანტი დეპრესანტებით.