ფსიტაკოზი
ფსიტაკოზი ბაქტერია Chlamydia psittaci-ის მიერ გამოწვეული ინფექციური დააავადებაა. იგი ადამიანის ორგანიზმში ძირითადად სასუნთქი გზების გავლით ხვდება. ბაქტერია უკავშირდება სასუნთქ გზებში არსებულ ეპითელურ უჯრედებს და შემდეგ სისხლის საშუალებით ვრცელდება მთელს ორგანიზმში. ბაქტერიის ძირითადი მატარებელი თუთიყუშია. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს უმნიშვნელო სიმპტომებით და ორგანიზმმა თავად შერძლოს გამღიზიანებელთან გამკლავება.