ფსევდომემბრანული კოლიტი
ფსევდო მემბრანული კოლიტი წარმოადგენს კოლინჯის ანთებას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს. დაავადება ვითარდება მაშინ როდესაც მავნებელი ბაქტერია ხშირ შემთხვევაში კლოსტრიდიუმ დიფიცილე ათავისუფლებს ძლიერ ტოქსინებს, რომლებიც აღიზიანებს კოლინჯს. მავნებელი ბაქტერიები, როგორც წესი, კონტროლდებიან ჯანმრთელი, დამხმარე ბაქტერიების მიერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში. თუმცა ამ ბალანსის დარღვევა შესაძლებელია ანტიბიოტიკების ან სხვა მედიკამენტების მიღების შემდგომ, დამხმარე ბაქტერიების განადგურების შედეგად. ანტიბიოტიკების გარდა დაავადებას იწვევს ქიმიოთერაპიის შედეგად პაციენტის ნაწლავებში არსებული ბაქტერიების განადგურება. პათოლოგია ასევე ყალიბდება კოლონჯის დამაზიანებელი ზოგიერთი დაავადების დროს, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება.