ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღნიშნავს დაავადებათა ჯგუფს, რომელთაც აერთიანებთ სასუნთქი გზების დახშობა და სუნთქვის გაძნელება. ეფიზემა და ქრონიკული ბრონქიტი ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია. ქრონიკული ბრონქიტი ანთებითი მდგომარეობაა ბრონქებში - სასუნთქ მილებში, რომლებიც ჰაერს ატარებენ ფილტვებამდე და ფილტვებიდან გარეთ. ეფიზემა კი ვითარდება, როცა ჰაეროვანი ბუშტუკები (ალვეოლები) უმცირესი ზომის სასუნთქი გზების ბოლოს (ბრონქიოლები) თანდათანობით ნადგურდებიან.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების გამო მიღებული დაზიანება შეუქცევადია, მაგრამ მკურნალობით შესაძლოა სიმპტომების კონტროლი და ამ დაზიანების გავრცელების შემცირება.