ფილტვის ემბოლია
ფილტვის არტერიის ემბოლია, ნიშნავს ფილტვის ერთ-ერთი არტერიის დახშობას. ფილტვის არტერიის ემბოლიზმი ვითარდება, როდესაც მატერიის გროვა, როგორც წესი სისხლის კოლტი, გაიჭედება ფილტვის არტერიაში. სისხლის ეს კოლტები ქვედა კიდურების ღრმა ვენებში ყალიბდება, თუმცა არ არის გამორიცხული მათი სხეულის სხვა ნაწილებში აღმოცენება. იშვიათ შემთხვევებში, ფილტვის სისხლძარღვებს სხვა ნივთიერებებიც ახშობენ, მაგალითად, ლულოვანი ძვლის მოტეხულობის შედეგად ძვლის ტვინიდან წამოსული ცხიმოვანი ნითიერება, სიმსივნის ნაწილი ან ჰაერის ბუშტი. არტერიების დახშობა იწვევს ამ სისხლძარღვების მიერ საკვებითა და ჟანგბადით მანამდე მომარაგებული ფილტვის ქსოვილის კვდომას. ამ მდგომარეობას ფილტვის ინფარქტი ეწოდება. ამ პროცესის შედეგად ფილტვს უჭირს ჟანგბადით მოამარაგოს ორგანიზმი.