ფილტვების შეშუპება

ფილტვის შეშუპება მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ფილტვებში ჭარბი სითხის დაგროვებით. ფილტვები შედგება მრავალი მცირე ზომის ჰაეროვანი, ელასტიური ბუშტუკებისგან, რომელთაც ალვეოლები ეწოდება. ჩასუნთქვის დროს, ალვეოლა ჰაერით ივსება, იღებს ჟანგბადს და გაიცემა ნახშირორჟანგი. გარკვეულ სიტუაციებში ალვეოლები ჰაერის ნაცვლად სითხით ივსება, რაც ხელს უშლის სისხლში ჟანგბადის გადასვლას. უმეტესად ეს გამოწვეულია გულის კარდიოგენული შეშეუპებით.

სიმპტომები

მიზეზის მიხედვით ფილტვის შეშუპების სიმპტომები ან უეცრად ჩნდება, ან დროთა განმავლობაში. სუნთქვის მწვავე და ძლიერი უკმარისობა, რომელიც წოლით მდგომარეობაში საგრძნობლად უარესდება, მოხრჩობის შეგრძნება, სტვენით სუნთქვა, შფოთვა და მოუსვენრობა, ასევე, ხველა, ქაფიანი ნახველით, ზოგჯერ სისხლით, სწრაფი არარეგულარული გულისცემა ფილტვების შეშუპების მანიშნებელი სიმპტომებია, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას.

მკურნალობა

ფილტვების შეშუპება ზოგჯერ ფატალურია, მაგრამ პროგნოზი უკეთესია თუ მკურნალობა მყისიერია და გამომწვევი მიზეზის მკურნალობა შესაძლებელია. მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზე მაგრამ ძირითადად მოიცავს ჟანგბადის მიწოდებსასა და მედიკამენტების მიღებას.