ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია

ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია სარძევე ჯირკვლებისდაავადებაა,  რომელიც გამოწვეულია ჰორმონალური სისტემის დარვევებით. ხშირად  მასტოპათია  ვითარდება სასქესო ჰორმონების ბალანსის დარღვევით, ფარისებრი ჯირკვლის,  საკვერცხეების, ღვიძლის დაავადებების შემდეგ. ამ დაავადებების შედეგად ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვნად მატულობს ესტროგენის სინთეზი, რომელიც აჭარბებს ყველა სხვა ჰორმონს. 

ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია  არ მიეკუთვნება კიბოს წინა დაავადებების რიცხვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს კეთილთვისებიანი წარმონაქმნია,  მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში თუ უჯრედების დაყოფის პროცესში მოხდა ცვლილებები მასტოპათიამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს განვითარებაც. 

მკურნალობა

მასტოპათიის მკურნალობა პირველ რიგში აღიძვრება დაავადების მიზეზების დასაქვეითებლად.  სპეციალური პრეპარატების პარალელურად პაციენტს ენიშნება ვიტამინები, რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის მუშაობას, ტარდება ქრონიკული ადნექსიტის პროფილაქტიკაც.