ფერიმჭამელა/აკნე

ფერიმჭამელა/აკნე თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია. აკნე  ხასიათდება  ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვან-ანთებითი დაზიანებით. აკნეს ფორმირებას საფუძვლად უდევს ცხიმის ჯირკვლების სადინრების დახშობა. ეს იწვევს კანის ცხიმის შემდგომ შეგუბებას სადინარებში და ხელს უწყობს იქ არსებული ჩირქმბადი მიკრობების აქტივაციას, ანთების განვითარებასა  და პუსტულიზაციას. ეს პროცესი ჩვეულებრივ ლოკალიზებულია სახეზე (შუბლი, ცხვირის ფრთები, ნიკაპი, ლოყები), აგრეთვე კეფაზე, ზურგზე, გულმკერდზე; ვლინდება უპირატესად კვანძოვანი ან ჩირქგროვის ხასიათის მწვავედ ან ქვემწვავედ მიმდინარე ანთებითი გამონაყარის სახით.

მკურნალობა

აკნეს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა.