უშაქრო დიაბეტის ტიპი განისაზღვრება იმ ორგანოს დაზიანების მიხედვით, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში სითხეთა კონცენტრაციის კონტროლში, მაგალითად ცენტრალური უშაქრო დიაბეტის მიზეზია ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის დაზიანება, ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის დროს დეფექტი თირკმლის მილაკებშია, გესტაციური უშაქრო დიაბეტი ვითარდება ორსულობის დროს, როცა პლაცენტის (სისხლძარღვებისა და ქსოვილების სტუქტურა, რომელიც მომოცვლის საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს დედასა და ემბრიონს შორის) მიერ წარმოქმნილი ფერმენტი შლის დედის ორგანიზმში მოცირკულარე ანტიდიურეზულ ჰორმონს, რაც შეეხება პირველად პოლიდიფსიას, მისი განვითარების მიზეზია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ხანგრძლივად დიდი რაოდენობით წყლის მიღება აზიანებს თირკმელებს და ამცირებს ანტიდიურეზული ჰორმონის ეფექტს, რაც ორგანიზმს შარდის კონცენტრაციის კონტროლის უნარს უქვეითებს.
უშაქრო დიაბეტის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს ნებისმიერი პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობა ძირითადად მიმართულია წყურვილის შემცირებისა და შარდის გამოყოფის ნორმალიზაციისკენ.