უიპლის დაავადების გამომწვევი მიზეზია ბაქტერია Tropheryma whippel, რომელიც თავდაპირველად აზიანებს წვრილი ნაწლავის ლორწოვანს და წარმოქმნის დაზიანებებს ნაწლავის კედლებში. ბაქტერია აზიანებს წვრილ ნაწლავში არსებულ თმისმაგვარ გამონაზარდებს. დროთა განმავლობაში ინფექცია სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება. ბაქტერიის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, იგი არსებობს გარემოში თუმცა მეცნიერებმა არ იციან საიდან და როგორ ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბაქტერია არ იწვევს დაავადებას ყველა ადამიანში. მეცნიერთა შორის არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ დაავადებულ ადამიანებს აქვთ იმუნური სისტემის გენეტიკური მუტაცია, რომელიც ზრდის დაავადების შემოჭრის შემთხვევაში ინფექციის განვითარების რისკს.
ინფექციის განვითარების შემდეგ ჩნდება შემდეგი სახის სიმპტომები:
უიპლის დაავადება შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა განკურნებადია. სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი.