უბრალო ჰერპესი

ჰერპესი ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს.

გამომწვევი მიზეზები

 ინფექციის გამომწვევია ჰერპესვირუსი. ამ ვირუსით ინფიცირებისთვის სქესს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უმეტესად ახალგაზრდები ავადდებიან. ვირუსი სამუდამოდ რჩება ადამიანის ორგანიზმში. ჯანმრთელ პირებთან ჰერპესის მსუბუქად მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად - უსიმპტომოდაც, ხოლო მათთან, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული ან დარღვეული აქვს - მძიმედ. ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელსაც ჰერპესული გამონაყარი ლორწოვან გარსზე აქვს. მასთან კონტაქტის შედეგად ვირუსი ლორწოვანი გარსიდან ან დაზიანებული კანიდან სხვის ორგანიზმში იჭრება. გარდა ამისა, ის ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთების მეშვეობით, გადაედება დედისგან ნაყოფს. მარტივი ჰერპესვირუსი იჭრება ნერვულ უჯრედებში და სამუდამოდ რჩება იქ.

სიმპტომები

მარტივი ჰერპეს ვირუსისთვის დამახასიათებელია სახისა და ზედა კიდურების კანის, ასევე, სასქესო ორგანოების  სხვადასხვაგვარი დაზიანება, ახალშობილებში სხვადასხვა დაავადებების გაჩენა.

მკურნალობა

მკურნალობა აუცილებელია. ვირუსის განადგურება ვერ ხერხდება თუმცა შესაძლებელია დაავადების ფარულ ფორმაში გადასვლა.