ტუბერკულიოზი

ტუბერკულოზი წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ ინფექციურ დაავადებას, რომელიც უმეტესად აზიანებს ფილტვებს. დაავადების გამომწვევი ბაქტერიები ერთი ადამიანიდან მეორეზე ვრცელდება დახველებისას ან დაცემინებისას გამოთავისუფლებული პატარა წვეთების გზით. ტუბერკულოზის შემთხვევების მომატების ერთ-ერთი მიზეზი აივ ვირუსის გავრცელებაა. ინფექცია ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი სათანადოდ ვეღარ ებრძვის ტუბერკულოზის ბაქტერიებს. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ კლავს ტუბერკულოზი ამდენ ადამიანს მსოფლიოში არის რეზისტენტული შტამების არსებობა, ისინი ჩნდებიან მაშინ, როცა ანტიბიოტიკი არ კლავს ყველა ბაქტერიას. გადარჩენილ ბაქტერიებს უვითარდებათ რეზიზტენტობა გამოყენებული და ხშირად სხვა ბაქტერიების მიმართ. ზოგიერთ ტუპერკულოზის ბაქტერიას რეზიზტენტობა განუვითარდა ყველაზე ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკების წინააღმდეგ.

სიმპტომები

გამოიყოფა ტუბერკულოზის ორი ტიპი. ლატენტური ტუპერკულოზი, როცა დაავადების გამომწვევი ბაქტერიები ორგანიზმში არა-აქტიურ მდგომარეობაში არიან და არ იწვევენ სიმპტომებს. ლატენტური ტუპერკულოზი გადამდები არ არის, თუმცა შეიძლება გადაიქცეს აქტიურ ტუბერკულოზად, რომელიც უკვე გადამდებ დაავადებად ითვლება, იგი შეიძლება განვითარდეს ტუბერკულოზის ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე კვირაში ან წელიწადში. აქტიური ტუბერკულოზის ნიშნები და სიმპტომებია:

ტუბერკულოზმა ასევე შეიძლება დააზიანოს სხეულის სხვა ნაწილებიც მაგალითად თირკმელები ხელრხემალი, ტვინი. ასეთ დროს სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებულ ორგანოზე.

მკურნალობა

აქტიური ტუბერკულოზის მქონე ადამიანებმა მრავალი თვის განმავლობაში უნდა მიიღონ სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი, რომ გაქრეს ინფექცია და არ განვითარდეს ანტიბიოტიკებისადმი რეზიზტენტობა.