ტოქსოპლაზმოზი

ტოქსოპლაზმოზი არის დაავადება, რომელიც ვითარდება პარაზიტ ტოქოსოპლაზმა გონდის მიერ გამოწვეული ინფექციის შედეგად. ტოქსოპლაზმა გონდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ერთუჯრედიანია პარაზიტია, რომელსაც შეუძლია ცხოველების და ფრინველების უმეტესობის დაინფიცირება. ადამიანის ინფიცირებისას პარაზიტი წარმოქმნის ცისტებს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, უფრო ხშირად ტვინში, კუნთებში და გულში. ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემა ახერხებს პარაზიტის განეიტრალებას. ისინი რჩებიან ორგანიზმში არააქტიურ სტადიაში, რაც ხელს უწყობს სამუდამო იმუნიტეტის განვითარებას. დაავადების ან მედიკამენტის გამო ორგანიზმის დასუსტებისას ინფექცია შეიძლება ხელახლ გააქტიურდეს და გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები.

გამომწვევი მიზეზები

დაავადების გამომწვევი პარაზიტი ძირითადად ვრცელდება დაბინძურებული წყლის ან საჭმლის მიღებით, დაბინძურებული დანის, საჭრელის, ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, პარაზიტის შემცველ კატის განავალთან კონტაქტით, გაურეცხავი ბოსტნეულის ჭამით ასევე დაინფიცირებული ორგანოს გადანერგვით ან სისხლის გადასხმით.

სიმპტომები

ინფიცირების შემდეგ ზოგიერთ ადამიანში ჩნდება გრიპის მსგავსი სიმპტომები, სხეულის ტკივილი, ლიმფური კვანძების შესიება, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, დაღლილობა. ტოქსიკოპლაზმოზმა შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს დაინფიცირებული დედის ჩვილებში და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.

მკურნალობა

ჯანმრთელ ადამიანებს როგორც წესი არ სჭირდებათ მკურნალობა, ორსულების ან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტების მდგომარეობა უმჯობესდება მედიკამენტების მიღებით.