ტოქსოკაროზი
ტოქსოკაროზს კატისა და ძაღლის ნაწლავში მობინადრე პარაზიტი იწვევს. პარაზიტის კვერცხები საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია - მიწასა და ქვიშაში ის წლობით ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრის შემდეგ ლარვა ნაწლავის კედლიდან სისხლში გადადის და სხვადასხვა ორგანოში - ღვიძლში, ფილტვში, თვალში, ტვინში - აღწევს. შედეგად იწყება ალერგიული ანთებითი რეაქცია. არ არის გამორიცხული თვალის დაზიანება.