ტიფი ან ეპიდემიურ ტიფი
ტიფი რიკეტსიული ბაქტერიის მიერ გამოწვეული ინფექციური დააავადებაა. ბაქტერიის ძირითადი გადამტანები არიან რწყილები, ტილები და ტკიპები. მათი ნაკბენი აზიანებს კანის ზედაპირს და ბაქტერიას აძლევს საშუალებას შეაღწიოს ადამიანის ორგანიზმში, კერძოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში, სადაც ბაქტერია აგრძლებს გამრავლებასა და გაზრდას. რიკეტსიული ბაქტერიის სხვადასხვა სახეობა ტიფის სხვადასხვა გამოვლინებას იწვევს. ეპიდემიური ტიფი ვითარდება ბაქტერია Rickettsia prowazekii-ის ორგანიზმში შეღწევით, მისი მატარებელი ძირითადად ტკიპაა, ბაქტერია გავრცელებულია მაღალი პოპულაციისა და დაუცველი სანიტარული პირობების მქონე ქვეყნებში.