ტვინის შეშუპება

ტვინის შეშუპება პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ქსოვილში სითხის დაგროვებით. გამოყოფენ მის 4 ძირითად ტიპს. ციტოტოქსიკური შეშუპება მიმდინარეობს უჯრედებში წყლის დაგროვებით და დაკავშირებულია ენერგოდამოკიდებული ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოების მუშაობის დარღვეევასთან. მასში ჩართულია როგორც რუხი, ასევე თეთრი ნივთიერება. მისი ძირითადი მიზეზებია: იშემია, ჰიპოქსია, ინტოქსიკაციები. ვაზოგენური შეშუპება უკავშირდება უჯრედშორის სივრცეში წყლის დაგროვებას. იგი ითრევს მხოლოდ თეთრ ნივთიერებას. მისი ძირითადი მიზეზებია სიმსივნეები, ინფექციები, სისხლჩაქცევები და ინფარქტები, ქალა - ტვინის ტრავმა. ინტენსტიციური შეშუპება წარმოიქმნება პარკუჭებახლო თეთრ ნივთიერებაში სითხის შეღწევის შედეგად. ოსმოსური შეშუპება კი  წარმოიქმნება ჰემატოენცეფალური ბარიერის შენარჩუნებისას, ოსმოსური გრადიენტის წარმოქმნით პლაზმასა და ტვინის არაუჯრედოვან სივრცეს შორის. 

მკურნალობა

ტვინის შეშუპების შესამცირებლად იყენებენ დიურეტიკებს.