თავის, კისრის ან სხეულის ზედა ნაწილის ძლიერი დარტყმითი დაზიანებების შემდეგ თავის ტვინი შესაძლოა გაცურდეს უკან და წინ მკვეთრად, შედეგად იგი ეჯახება თავის ქალის შდა მხარეს არსებულ კედლებს.
დაზიანებები მოქმედებს თვის ტვინზე ძირითადად ხანმოკლე პერიოდების განმავლობაში და იწვევს ტვინის შერყევის სიმპტომებს, მაგალითად:
ტვინის შერყევის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს სწრაფად, თუმცა მათი გამოვლინება ზოგჯერ საათების ან დღეების შემდეგ ხდება, ასეთ სიმპტომებს მიეკუთვნება, მეხსირებისა და კონცენტრაციის პრობლემები, პიროვნების შეცვლა და ადვილად გაღიზიანებადობა, პრობლემები ძილთან, ფსიქოლოგიასთან ყნოსვასთან ან გემოვნებასთან დაკავშირებით.
თვინის შერყევა ხშირია განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც სპორტულ შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას, ტვინის შერყევის ნებისმიერი ფორმა, თავის ტვინს გარკვეულ დონეზე აზიანებს. ასეთი დაზიანება საჭიროებს სათანადო დროსა და დასვენებას, მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. თავის ტვინის შერყევათა უმრავლესობა არ არის სერიოზული. პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა სრულად უმჯობესდება.