თავის ტვინის სიმსივნე წარმოადგენს პათოლოგიური უჯრედების გროვას თავის ტვინში ან მასთან ახლოს.
პირველადი სიმსივნე თავის ტვინში ან მის გარშემო მდებარე სტრუქტურებში იწყება, როგორებიცაა ტვინის შემომფარგვლელი მემბრანები (მენინგები), კრანიალური ნერვები, ჰიპოფიზის ჯირკვალი ან ეპიფიზი.
თავის ტვინის სიმსივნის მრავალი ტიპი არსებობს. ზოგიერთი ტიპი კეთილთვისებიანია, ზოგი კი ავთვისებიანი (კიბო).სიმსივნე შეიძლება დაიწყოს ტვინში (პირველადი) ან სხეულის სხვა ნაწილიდან გავრცელდეს თავის ტვინში (მეორეული, ანუ მეტასტაზური სიმსივნეები).
თავის ტვინის პირველადი სიმსივნე წარმოიქმნება ნორმალური უჯრედების დნმ-ის მუტაციების გამო. მუტაციების საშუალებით, უჯრედები იზრდებიან და მრავლდებიან სწრაფად, უკონტროლოდ და არ კვდებიან მაშინ, როცა ჯანსაღი უჯრედი წესით უნდა გამოიცვალოს. შედეგი უჯრედთა პათოლოგიური გროვაა, რომელიც ქმნის სიმსივნეს. თავის ტვინის პირველადი სიმსივნეები ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე მეორეული, რომლის დროსაც სიმსივნე სხეულის სხვა ნაწილში წარმოიქმნება და შემდეგ ვრცელდება ტვინზე.
თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობა დამოკიდებულია მის ტიპზე, ზომასა და ადგილმდებარეობაზე