ტვინის ინსულტი

უმრავლეს შემთხვევებში ტვინის ინსულტი წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადებისა და ათეროსკლეროზის გართულებას, იშვიათად განპირობებულია გულის სარქვლოვანი აპარატის დაავადებებით, მიოკარდის ინფარქტით, ტვინის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიებით, ჰემორაგიული სინდრომებითა და არტერიიტებით.

სიმპტომები

ტვინის სიხლძარღვების მწვავე დაზიანება იყოფა 5 ჯგუფად:

1. ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევები

2. ტვინის ინფარქტი

3. ტვინის სისხლძარღვების ემბოლია

4. სისხლჩაქცევა ტვინში

5. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა

გამოყოფენ ასევე ე. წ. მცირე ინსულტს, ან ინსულტს შექცევადი ნევროლოგიური დეფიციტით, რომლის დროსაც ყველა კეროვანი სიმპტომი ქრება 3 კვირაში.

მკურნალობა

ტვინის ინსულტის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია. მიზანშეწონილი არ არის სტაციონარში მოხუცებული ავადმყოფის გადაყვანა.