ტეტანუსი

ტეტანუსი არის სერიოზული ბაქტერიული დაავადება, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს კუნთების მტკივნეულ შეკუმშვას. განსაკუთრებით ყბის და კისრის არეში. ტეტანუსმა შეიძლება ხელი შეუშალოს სუნთქვას და სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე.

გამომწვევი მიზეზები

დაავადების გამომწვევი ბაქტერია კლოსტრიდიუმ ტეტანი, გვხვდება ნიადაგში, მტვერში და ცხოველების განავალში. როდესაც ბაქტერია ხვდება ღრმა ჭრილობაში მისი სპორები წარმოქმნიან ძლიერ ტოქსინს, ტეტანოსპაზმინს, რომელიც აზიანებს კუნთების მაკონტროლებელ მოტორულ ნეირონებს. ტოქსინის ზემოქმედება იწვევს კუნთების სიხისტეს და სპაზმს.

სიმპტომები

ტეტანუსის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს ბაქტერიის ორგანიზმში შეჭრიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირაში. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 7-8 დღეა. დაავადების განვითარებასთან ერთად ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

მკურნალობა

ვაქცინის არსებობის გამო ტეტანუსის შემთხვევები იშვიათია. ვურუსით ინფიცირების მაღალი რიცხვით ხასიათდება ნაკლებად განვითარებული ქვეყნები. ტეტანუსის განკურნება შეუძლებელია, მკურნალობა დაფუძნებულია გართულებების მართვამდე სანამ ტეტანუსის მიერ გამოწვეული ეფექტები ჩაცხრება.