ტეტანია

ტეტანია დაავადებაა რომელიც ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის უკმარისობით, რისი საბოლოო შედეგიც კალციუმის შემცველობის დაქვეითება, კრუნჩხვებისა და შეტევების განვითარებაა

გამომწვევი მიზეზები

დააავადება ხშირად ვიტარდება ინფექციებისა და ინტოქსიკაციის დროს, ასევე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ზოგიერთ ავადმყოფში დაავადების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. 

სიმპტომები

დაავადება ვლინდება სხვადასხვა ჯგუფის კუნთებში (სახის, სხეულის, ხორხის) კრუნჩხვითი შეკუმშვების შეტევებით. ხორხის და ბრონქების კუნთების სპაზმის შედეგად, შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის დარღვევა. კრუნჩხვითი შეკუმშვები აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ნაწლავის კუნთოვან გარსში, შარდის ბუშტში. 

მკურნალობა

დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დროულად დაწყება.