ტერფის სპონდილიტი
ტერფი საკმაოდ რთული აგებულების, ადამიანის ძვლოვანი სისტემის ნაწილია, რომელიც შედგება 26 ძვლის და 30-ზე მეტი მცირე ზომის სახსრის, მყესის, ლიგამენტისა (ბოჭკოვანი ჭიმი, რომელიც ორ ან მეტ რამდენიმე მოძრავ ძვალს ან ხრტილს აერთებს) და კუნთისგან. სპონდილიტი არის ანთებითი დაავადება, რომელის დროთა განმავლობაში იწვევს ძვლების შერწყმასა და გაერთიანებას. შედეგად ძვლები კარგავენ მოქნილობას და და არ არის გამორიცხული შეიცვალოს სხეულის აღნაგობაც. ტერფის სპონდილიტი ტერფის ტკივილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია, ეს არის მდგომარეობა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ტერფის სხვადასხვა ნაწილზე, ეს შეიძლება იყოს ქუსლი, ფეხის თითები, სახსრები.