ტერფის მყესების დაჭიმვა
მყესი ქსოვილის ძლიერი ზონარია, რომელიც კუნთს ძვალთან ამაგრებს. მყესები კუნთების შეკუმშვისას ძვლებსა და სახსრებს მოძრაობაში ეხმარება. მყესის დაზიანება შეიძლება მოხდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. ტერფის მყესების დაჭიმვა ძირითადად ხდება კოჭ-წვივის მიდამოებში, დაჭიმვის ტიპური მექანიზმია ტერფის შეტრიალება შიგნითა ან გარეთა მხარეს. ეს ყველაზე ხშირად ხდება ზამთარში მოლიპულ ყინულზე. კოჭ-წვივის სახსრის მყესების დაჭიმვა შეიძლება გამოიწვიოს მცირე სიმაღლიდან ჩამოხტომამაც. სალაპარაკო ენაში კოჭ-წვივის დაჭიმვას "ფეხის დაჭიმვას" ეძახიან.