სქოლიოზი წარმოადგენს ხერხემლის გვერდზე გამრუდებას. მდგომარეობა, როგორც წესი, ყალიბდება გარდატეხის ასაკში, მომწიფებამდე. მიუხედავად იმისა, რომ სქოლიოზი შესაძლოა იყოს ისეთი დააავადებებით განპირობებული, როგორიცაა ცერებრალური დამბლა ან კუნთოვანი დისტროფია, სქოლიოზის შემთხვევების უმრავლესობის გამომწვევი მიზეზები უცნობია. უმეტეს პაციენტში მდგომარეობა მსუბუქადაა გამოხატული, თუმცა ზოგიერთ ბავშვს უვითარდება ხერხემლის დეფორმაცია, რომელიც დროთა განმავლობაში ზრდასთან ერთად უარესდება, მძიმე სქოლიოზი იწვევს შრომისუნარიანობის წართმევას. ძალიან მძიმე შემთხვევაში ხერხემლის მრუდი ამცირების გულმკერდის სივრცეს და ართულებს ფილტვების ნორმალური ფუნქციონირებას.
სქოლიოზის სიმპტომებია:
მსუბუქი სქოლიოზის მქონე ბავშვები საჭიროებენ რადიოლოგიურ მონიტორინგს, რათა შემოწმდეს გამრუდების დინამიკა. უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა საჭირო არ არის, ზოგიერთ ბავშვს ესაჭიროება სამაგრი მრუდის გაუარესებისგან თავის ასარიდებლად, სხვებს კი შესაძლოა დასჭირდეთ ქირურგიული ჩარევა სქოლიოზის გამოსასწორებლად.