ქოლესტოროლი სისხლში ცილების საშუალებით გადაიტანება. ქოლესტეროლის და ცილის კომბინაციას ლიპოპროტეინი ეწოდება. მცირე აქტიურობა, სიმსუქნე და არაჯანსაღი კვება ქოლესტეროლის კონცენტრაციის ცვლილების მთავარი მიზეზებია.
ქოლესტეროლის მაღალ დონეს სიმპტომები არ აქვს. მისი აღმოჩენის ერთადერთი მეთოდი სისხლის ანალიზია.
დაავადების განვითარებისგან თავის დაცვა შესაძლებელია ქოლესტეროლის დონის მუდმივი შემოწმებით. პირველად ანალიზი უნდა გაკეთდეს 20 წლის ასაკში და შემდეგომ მუდმივად ყოველი 5 წლის განმავლობაში.