სუსტი კოგნიტიური დარღვევა
სუსტი კოგნიტიური დარღვევა ჩვეულებრივ უკავშირდება თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ორგანულ დაზიანებას. შესაძლებელია გამოიხატებოდეს მეხსიერების, ყურადღების, ფსიქომოტორული კოორდინაციის, მეტყველების, თვლის, აზროვნების, ორიენტაციის დარღვევით. დაავადების გამოვლენა შესაძლებელია ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევით.