სტრესული შეუკავებლობა
სტრესული შეუკავებლობა გულისხმობს ორგანიზმში მიმდინარე პროცესს, უფრო კონკრეტულად შარდის შეუკავებლობას. ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანს უნებლიედ გამოეყოფა შარდი. სტრესული შეუკავებლობა ვითარდება შარდის ბუშტზე ზეწოლის გამო ფიზიკური მოძრაობის ან ისეთი მოქმედებების დროს, როგორებიცაა ხველა, ცემინება, სირბილი ან მძიმე საგნის აწევა. სტრესული შეუკავებლობა არ არის დაკავშირებული ფსიქოლოგიურ სტრესთან.