სტიმულანტების ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება იწვევს მათზე ფსიქიკურ დამოკიდებულებას. განსაკუთრებით სახიფათოა კოკაინის ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც ხშირად მწვავე არითმიების, გულის უეცარი გაჩერებისა და სიკვდილის მიზეზი ხდება. კოკაინის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების შედეგად ადგილი აქვს ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს, მძიმე დეპრესიას, პარანოიდულ (ბოდვით) მდგომარეობას, "კოკაინურ" ფსიქოზს, ჰალუცინაციებსა და თვითმკვლელობის მცდელობებს.
ისევე როგორც კოკაინი, სტიმულანტებს მიეკუთვნება ამფეტამინიც. იგი წარმოადგენს სინთეტურ ნივთიერებას, რომლის ქიმიური გადამუშავების შედეგად მიიღება ფერადი ფხვნილი ან აბები. ორგანიზმზე ამფეტამინის ზემოქმედება კოკაინის მიერ გამოწვეული სიმპტომების მსგავსია და ახასიათებს: გუგების გაფართოება, სხეულის ტემპერატურის ზრდა, სისხლის წნევის მომატება.
სტიმულანტებით ჰიპერდოზირება ანუ გადაჭარბებული მოხმარება დაკავშირებულია შემდეგი სიმპტომების განვითარებასთან:
ჰიპერდოზირების შედეგი ხშირად არის კომა და, სამწუხაროდ, სიკვდილიც.
სტიმულანტებით ჰიპერდოზირება მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. მკურნალობისთვის ხშირად იყენებენ აქტივირებულ ნახშირსა და სასაქმებელ, საფაღარათო საშუალებებს, რაც პაციენტს მიღებული ნარკოტიკის გამოყოფაში ეხმარება.