სპეციფიური ფობია
სპეციფიური ფობისთვის დამახასიათებელია გამოხატული შიში ან შფოთვა კონკრეტული ობიეტის ან სიატუაციის მიმართ, (ბავშვებში შეიძლება გამოიხატოს ტირილით, გაღიზიანებით ან მშობლის ჩაბღაუჭებით). საშიში ობიექტი ან მოვლენა თითქმის ყოველთვის დაუყოვნებლივ იწვევს შიშს ან შფოთვას. აქტიურად ხდება ფობიის გამომწვევი ობიექტის არიდება ან მასთან შეხებას ახლავს ინტენსიური შიში. შიში ან შფოთვა არაპროპორციულია რეალურ საფრთხესთან და სოციოკულტურულ კონტექსტთან. აღნიშნული პროცესი საკმაოდ მყარია და გრძელდება სულ მცირე 6 თვე. სამწუხაროდ, შიში, შფოთვა და თავის არიდება იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან შეფერხებას ინდივიდის ფუნქციონირებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა არ აიხსნება სხვა ფსიქიკური აშლილობით.