როგორც მრავალი სხვა ფსიქიატრიული დაავადებაა, სოციალური შფოთვითი აშლილობაც როგორც გენეტიკური ისე გარემო ფაქტორების ზეგავლენით ყალიბდენა. მაგალითად, მემკვიდრული თვისებები, თავის ტვინის სტრუქტურა. განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ამიგდალა - თავის ტვინის ერთ-ერთი ნაწილი, თუ ადამიანს ზედემტად აქტიური ამიგდალა აქვს მისი რეაქცია შიშზე ჭარბი იქნება, რაც იწვევს შფოთვას, სოციალური შფოთვითი აშლილობა შესაძლოა შეძენილი, ქცევა იყოს, ანუ მდგომარეობა ვითარდება სხვების შფოთვის დანახვის გამო. დამატებით შეიძლება არსებობდეს ასოციაცია სოციალურ შფოთვით აშლილობასა და მშობლების ტიპებს შორის, რომლებიც ცდილობენ მჭიდროდ აკონტროლონ და დაიცვან ბავშვები.
მდგომარეობას ახასიათებს ისეთი ემოციური და ქცევითი სიმპტომები, როგორიცაა განსჯის, სირცხვილის, სხვისი შეურაცხყოფის შიში, იმ სიტუაციების თავიდან აცილება, რომლებშიც ადამიანი ყურადღების ცენტრში ექცევა. გარდა ამისა პაციენტებს ახასიათებთ შემდეგი ფიზიკური სიმპტომები:
დაავადების გამო პაციენტისთვის რთულია ჩვეულებრივი, ყოველდღიური სიტუაციების გადატანა, მაგალითად, საჯარო საპირფარეშოების გამოყენება, უცნობებთან საუბარი სხვებთან ერთად ჭამა, მხედველობითი კონტაქტის დამყარება, საუბრის წამოწყება და ა.შ
სოციალური შფოთვითი აშლილობა ქრონიკული მენტალური დაავადებაა, მაგრამ მკურნალობა - ფსიქოლოგიური თერაპია, მედიკამენტები და უნარების განვითარება საშუალებას იძლევა ადამიანმა მოიპოვოს თავდაჯარება და გაიმარტივოს ცხოვრება.