სიცხესა და მზესთან დაკავშირებული ავადმყოფობა

მზის სხივები ყველაზე მეტად იმ ორგანოს ვნებს, რომელსაც მათთან ყველაზე ხშირი და ახლო კონტაქტი აქვს ეს ორგანო კი არის კანი. მას თავადვე აქვს დაზიანებისგან დამცავი მექანიზმი კანის ზედაპირული შრეს მუდმივად ცილდება მკვდარი უჯრედები. ხანგრძლივი ზემოქმედების დროს კანის თავდაცვითი უნარი საკმარისი აღარ არის და პრობლემები იჩენს თავს. 

კანის კიბო ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა. ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც კანის უჯრედებში აღწევს, გენეტიკურ მასალას - დნმ-ს აზიანებს. ეს უჯრედებს სწრაფ ზრდასა და დაყოფას აიძულებს. სწორედ ამის შედეგია სიმსივნე. კანის კიბოს ზოგიერთი სახესხვაობა კანში ღრმად აღწევს, ზოგი კი სხვა ორგანოებზეც ვრცელდება.

მზის ქრონიკული ზემოქმედება კანის ნაადრევ დაბერებასაც იწვევს. ამ დროს კანი სქელდება, უხეშდება და ნაოჭდება. 

თვალის ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც ულტრაიისფერ ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული, კატარაქტაა. ულტრაიისფერი გამოსხივება კატარაქტის განვითარების ალბათობას ზრდის. მკურნალობის გარეშე კი კატარაქტა სიბრმავეს იწვევს.

ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად შესაძლოა იმუნური სისტემის ფუნქციაც დაქვეითდეს და კანის ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმები შესუსტდეს. იმუნიტეტის დაქვეითებამ შესაძლოა ფარული ვირუსული ინფექციების გამოვლენას შეუწყოს ხელი.

მკურნალობა

დერმატოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, სიცხესა და მზესთან დაკავშირებული ავადმყოფობების თავიდან ასაცილებლად დილის 10 სთ-დან ნაშუადღევის 4 საათამდე უმჯობესია მზის სხივების ზემოქმედებისგან ტავის არიდება. ამ პერიოდში მზე ყველაზე მწველი და საშიშია.