უცნობია ზუსტად რა იწვევს დაავადების განვითარებას. ზოგიერთ ადამიანს აქვს ზედმეტად მგრძნობიარე კანის უჯრედები, სავარაუდოდ, მემკვიდრულად, ამ მდგომარეობის ყველაზე ხშირ ფორმებში, სიცივე იწვევს ჰისტამინისა და სხვა ნივთიერებების გამოყოფას სისხლში. ეს ნივთიერებები იწვევენ სიწითლეს, ქავილსა და ზოგჯერ სისტემურ რეაქციებს.
სიცივის ურტიკარიას ახასიათებს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
შესაძლოა განვითარდეს მძიმე რეაქციებიც, მაგალითად, ენისა და ხახის შესიება, რომელიც ართულებს სუნთქვას, მთელი ორგანიზმის რეაქცია - ანაფლაქსია, რომელიც იწვევს გულის წასვლას, მომატებულ გულისცემას, კიდურების შეშუპებას, შოკს. ყველაზე მძიმე რეაქციები ძირითადად მთელი სხეულის გაციების შემდეგ ვითარდება, როგორიცაა ცივ წყალში ცურვა. ასეთი რექცია შესაძლოა გონების დაკარგვით და დახრჩობით გართულდეს.
სიცივის ურტიკარია ყველაზე ხშირად მოზარდებში გვხვდება და ძირითადად რამდენიმე წელიწადში ქრება. მკურნალობა მოიცავს ანტიჰისტამინურ მედიკამენტებსა და სიცივის თავიდან არიდებას.