სისტემური წითელი მგლურა

სისტემური წითელი მგლურა აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ქსოვილის მწვავე ან ქრონიკული ანთებით მიმდინარეობს, აუტოიმუნური დაავადებების დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ. მგლურას დროს წარმოიქმნება საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ მიმართული ანომალიური ანტისხეულები. მათ აუტოანტისხეულებს უწოდებენ. ვინაიდან აუტოანტისხეულებს შეუძლია, ორგანიზმის პრაქტიკულად ნებისმიერი ქსოვილი დააზიანოს, პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმის ფაქტობრივად ნებისმიერ სისტემაშია მოსალოდნელი. ზოგჯერ დაავადება აზიანებს კანს, გულს, ფილტვებს, სახსრებს, თირკმელებს და/ან ნერვულ სისტემას.

გამომწვევი მიზეზები

ორგანიზმის ანომალიური აუტოიმუნური რეაქციის უშუალო მიზეზი უცნობია, მაგრამ დადგენილია, რომ პათოლოგიური პროცესის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკა, ვირუსები, ულტრაიისფერი გამოსხივება, ზოგიერთი მედიკამენტი. 

სიმპტომები

დაავადება შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს, რაც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის დაზიანებით. ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

მკურნალობა

დაავადების მკურნალობისთვის აუცილებელია სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმთან კონსულტაციის დანიშვნა.