სირსველი, ლიქენი

სირსველი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს მტკივნეულ გამონაყარს. მიუხედავად იმისა, რომ სირსველი სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, იგი ძირითადად წარმოაგდენილია, როგორც მუწუკების ერთეული ზოლი, რომელიც ტანის ზედა ნაწილში, მარცხენა ან მარჯვენა მხარეს იხვევა.

გამომწვევი მიზეზები

ინფექცია გამოწვეულია ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით, რომელიც ასევე განაპირობებს ჩუთყვავილას, ამიტომ აღნიშნული დაავადების  მქონე ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს სირსველი. ჩუტყვავილას შემდგომ, ვირუსი არააქტიურ მდგომარეობაში ბინადრობს ნერვულ ქსოვილში თავისა და ზურგის ტვინთან. წლების შემდგომ, ვირუსი შესაძლოა გააქტიურდეს, ნერვების საშუალებით გამოაღწიოს კანზე და გამოვლინდეს, როგორც სირსველი.

სიმპტომები

სირსველის სიმპტომებია:

მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ სირსველი არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომაეობა, იგი შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული, ვაქცინაცია ამცირებს სირსველის განვითარების რისკს, ხოლო ადრეული მკურნალობა ამოკლებს ინფექციას და ამცირებს გართულების რისკს.