სეზონური ემოციური დარღვევა
სეზონური ემოციური დარღვევა დეპრესიის ციკლური და სეზონური ფორმაა. იგი წელიწადის ერთსა და იმავე დროს აღმოცენდება. დეპრესიის სიმპტომები უმეტესად შემოდგომაზე იჩენს თავს და მთელი ზამთარი გრძელდება, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, გაზაფხულზე ან ზაფხულის დამდეგს დაიწყოს.
შემოდგომა-ზამთრის დეპრესიის სიმპტომები გაზაფხულ-ზაფხულის დეპრესიის სიმპტომებისგან განსხვავდება. პირველ შემთხვევაში თუ შესამჩნევია უიმედობა, ენერგიის გამოლევა, ძილიანობა, მადის მოჭარბება, მეორე შემთხვევაში წამყვანია გაღიზიანებადობა, შფოთვა, უძილობა, უმადობა და წონის კლება. განწყობა ამინდთან ერთად იცვლება, მაგრამ თუ ემოციური ლაბილურობა მთელი ერთი ან ორი სეზონი გაგრძელდა, ეს შესაძლოა სეზონური აფექტური აშლილობა იყოს, რაც აუცილებლად საჭიროებს ექიმტან კონსულტაციას.