სახის ნერვის პარეზი

სახის ნერვის პარეზი ინფექციით გამოწვეული მდგომარეობაა. სხვა მიზეზებს შორის შესაძლოა გამოყოს გაციება ტრავმა არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზსი და სხვა. ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს შეიმჩნევა სახის ნერვის არჩევითი დაზიანება. ზოგჯერ სახის ნერვის დაზიანება აღმოცენდება ოტიტის, პაროტიტის, ტვინის ღეროში ანთებითი, ნეოპლაზიური და სხვა პროცესების გართულების სახით. სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ცნობილია სახის ნერვის დამბლა ქვედა ალვეოლური ნერვის გაუტკივარების დროს. 

სიმპტომები

სახის ნერვის დამბლას ძირითადად მიმიკური კუნთების მწვავე დამბლა და სახის მიმიკის მოშლა მოსდევს. მაგალითად, პირის კუთხის დაშვება, თვალღიაობა, წარბის მოძრაობის უნარის მოშლა, რის გამოც შუბლის ნაოჭები აღარ ჩნდება. 

მკურნალობა

მკურნალობისთვის საჭიროა ნერვის დაზიანების მიზეზების გამოკვლევა და მათთან ბრძოლა. გარდა ამისა, ინიშნება სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ვიტამინები და სხვა.