საძილე საშუალებებით მოწამვლა
საძილე საშუალებები წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ჩაძინების გაადვილების და ძილის სათანადო ხანგრძლივობის უზრუნველყოფის მიზნით. პაციენტებს რომლებიც ხშირად იყენებს საძილე საშუალებებს აღენიშნებათ სიზმრების სიუხვე, კოშმარები, წყვეტილი ძილი. გახანგრძლივებული ძილიანობა, დამტვრეულობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევბი და ა.შ გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში საძილე საშუალებები იწვევენ მწვავე მოწამვლებს. კომატოზური მდგომარეობის განვითარება, სუნთქვის დათრგუნვა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თირკმლების ფუნქციების დარღვევა, ტროფიკული მოშლილობები საძილე საშუალებების მოწამვლის სიმპტომებია, რაც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, რომელიც ძირითადად მოიცავს კუჭის ამორეცხვას, მასში მაადსორბირებელი საშუალებების შეყვანას, ტრაქეის ინტუბაციას ან ტრაქეოსტომიას კომატოზური მდგომარეობის დროს, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას და სისხლში შხამების კონცეტრაციის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.