საძილე არტერიის სინდრომი

საძილე არტერიის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც ცხიმოვანი ნადები(ფოლაქი) ავიწროებს სისხლძარღვებს, რომლის საშუალებითაც სისხლი თავის ტვინს მიეწოდება. არტერიის დახშობა ზრდის ინსულტის რისკს. ინსულტი გადაუდებელი მდგომარეობაა, რომლის დროსაც სიხლის მიწოდება თავის ტვინის მიმართულებით მნიშვნელოვნად შემცირებული ან შეწყვეტილია.

ინსულტი იწვევს თავის ტვინში ჟანგბადის ნაკლებობას. რამოდენიმე წუთის შემდეგ ტვინის უჯრედები იწყებენ კვდომას. ინსულტი სიკვდილიანობის სიხშირით მეოთხეა, ხოლო მუდმივად უუნაროდ დარჩენის მხრივ კი პირველი.

გამომწვევი მიზეზები

საძილე არტერიის დაავადება გამოწვეულია ფოლაქების ჩამოყალიბებით იმ სისხლძარღვებსი, რომლის საშუალებითაც სისხლი მიეწოდება თავის ტვინს. ფოლაქები წარმოადგენენ ქოლესტეროლის, კალციუმის, ფიბროზული ქსოვილისა და სხვა უჯრედოვანი ნარჩენების გროვებს, რომლებიც თავს იყრიან არტერიის მიკროსკოპული ზომის დაზიანების ადგილას. ამ პროცესს ათეროსკლეროზი ეწოდება. 

სიმპტომები

საძილე არტერიის დაავადება ნელ-ნელა ვითარდება. მდგომარეობის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა. გარდამავალი იშემიური შეტევა არის თავის ტვინის მიმართულებით მოძრავი სისხლის დროებითი შემცირება.

მკურნალობა

საძილე არტერიის დაავადების მკურნალობა მოიცავს ცხოვრების სტილის ცვლილებას, მედიკამენტებს და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას.